საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლა

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებთან და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ჩატარდა საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლა ბორჯომში. სკოლაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით.

 

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ - ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლაში მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თსუ-ის პროფ. მერაბ ტურავა, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და მარბურგის ფილიპეს უნივერსიტეტის პროფ. ბორის ბურგჰარდტი, თსუ-ის ასოც. პროფ. გიორგი თუმანიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და თსუ-ის ასოც. პროფ. გიორგი დგებუაძე.

 

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტს ხელმძღვანელობენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი და თსუ-ის ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე.

თარიღი: 18/03/2024